2025 წლის 27 ივნისს, 11:00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ოქრუაშვილის სადისერტაციო ნაშრომის: „საქართველოში გენდერული მულტიუთანასწორობის სტატისტიკური კვლევა“, საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი სიმონ გელაშვილი.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია: პროფესორი თეიმურაზ ბერიძე (თავმჯდომარე), პროფესორი მირიან ტუხაშვილი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი (მოადგილე), ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი, ასოცირებული პროფესორი მაია გიორგობიანი, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში, ასოცირებული პროფესორი ლია ძებისაური, ასოცირებული პროფესორი რუსუდან ქინქლაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი მზია შელია, ასოცირებული პროფესორი ირაკლი მაკალათია (ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი), ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე (მდივანი).
თარიღი:
06/06/2025